არიზონას შტატის უდაბნოში მდებარე პინალის აეროპარკი ასობით თვითმფრინავის სადგომად იქცა. მათი უმეტესობა ამერიკული Delta Air Lines-ის საკუთრებაა.

სადგომს JetBlue, Air Canada და მისი შვილობილი Rouge-იც იყენებენ. გამოცემა Daily Mail აეროდრომს თვითმფრინავების სასაფლაოს უწოდებს. საჰაერო ხომალდების ნაწილი მოძველებულია და მათი ჩამოწერა უახლოეს წლებში იგეგმებოდა. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო ეს პროცესი შესაძლოა, დაჩქარდეს – ანუ თვითმფრინავების ნაწილი ცაში აღარ აფრინდება. დღეისთვის, ამერიკაში ავიარეისების მხოლოდ 5 პროცენტია შენარჩუნებული.