საქაერონავიგაცია, როგორც სახელმწიფო საწარმო, 27 წლის წინ, 1993 წლის 18 მაისს შეიქმნა. ამ წლების განმავლობაში კომპანია უწყვეტად ვითარდებოდა – დაინერგა ფრენის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი უამრავი სისტემა, აშენდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო და საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრები, თანამედროვე დიზაინის სამეთვალყურეო კოშკები და სანავიგაციო ოფისები, დამონტაჟდა მეტეოროლოგიური და რადიოსალოკაციო სისტემები და ქვეყანაში ერთ-ერთ წარმატებულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.