არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia საკუთარ მგზავრებს მარტის აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც ავიაბილეთის დაჯავშნა 14 მარტამდე უნდა განხორციელდეს.
„მარტის თვეში, დაზოგე მეტი Air Arabia-თან ერთად! აღმოაჩინე ყველაზე გასაოცარი მიმართულებები საუკეთესო ფასად, ერთი გზა 199 დოლარიდან.
იჩქარე, დაჯავშნე 14 მარტამდე და ისიამოვნეთ ფრენით, ნებისმიერ დროს, 2024 წლის 10 ივნისამდე“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ Air Arabia დღეისათვის შარჟა-თბილისი-შარჟას საჰაერო ხაზზე კვირაში 9 სიხშირით ოპერირებს და საკუთარ მგზავრებს პირდაპირი ფრენების გარდა მრავალ ტრანზიტულ მიმართულებებსაც სთავაზობს.