უკრაინული “ლოუკოსტერი” SkyUp Airlines-ი ავიაპარკს 3 ერთეული Boeing-ით შეავსებს. კომპანიის ინფორმაციით, აპრილიდან ავიაკომპანიის ფლოტს ერთი ერთეული Boeing 737-700 და ორი ერთეული Boeing 737-800 NG დაემატება.წლის ბოლომდე კი SkyUp Airlines-ის განკარგულებაში 12 თვითმფრინავი იქნება. დღეისათვის SkyUp Airlines-ის ავიაპარკი 5 ერთეულ Boeing-ს აერთიანებს, საიდანაც ოთხი თვითმფრინავი Boeing 737-800-ია, ხოლო ერთი – Boeing 737-700.
ავიაკომპანია გეგმავს ასევე სარეზერვო თვითმფრინავიც დაიმატოს, რომელიც მხოლოდ ad-hoc ჩარტერულ ავიარეისებზე იქნება ორიენტირებული.