2019 წლის მეორე კვარტლის წინასწარი მონაცემებით, საქართველო ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყნების ოთხეულში განიხილება, – წინასწარ გათვლებს ავიაციის ცნობილი პორტალი Anna.aero აქვეყნებს.

2018 წელს საქართველოში ავიაბაზარი 2017 წელთან შედარებით 28%-ით გაიზარდა და სწრაფად მზარდ ქვეყნებს შორის ადგილების დატვირთვის მიხედვით წამყვან ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა. წინასწარი მონაცემებით 2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 2019 წლის მეორე კვარტალში ბაზარი 16,3%-ით გაიზრდება.

ევროპის ყველაზე მზარდ ბაზრებს შორის პირველ ადგილზე გიბრალტარია 24,3%-იანი ზრდის მაჩვენებლით, მეორეზე ალბანეთი 23,2%-ით, მესამე პოზიციაზე კი უკრაინაა 17%-ით.

ამავე მონაცემების მიხედვით, ევროპის ყველაზე მზარდი ავიაკომპანია WizzAir-ია. წინასწარი გათვლებით, 2019 წლის მეორე კვარტალში WizzAir-ის ადგილების დატვირთვა 18,2%-ით გაიზრდება. მეორე ადგილზე 8,2%-იანი ზრდის მაჩვენებლით easyJet-ია, მესამე პოზიციაზე კი Ryanair-ი მოხვდა 7,6%-იანი ზრდის მაჩვენებლით.

აღსანიშნავია, რომ Ryanair-ი ევროპის წამყვანი ავიაკომპანიაა ადგილების დატვირთულობის მიხედვით, მეორე ადგილზე easyJet-ია, მესამეზე კი Turkish Airlines-ი.

Rynair-ი ლიდერობს, მეორე ადგილზე easyJet-ია, მესამე ადგილზე Turkish Airlines-ია. აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines-მა გადაუსწრო Lufthansa-ს.

Anna.aero-ს ცნობით, ქვროპაში ყველაზე სწარაფდ მზარდი ბაზრებისა და ავიაკომპანიების მონაცემებზე იმსჯელებენ თურქეთში გამართულ კონგრესზე Istanbul Congress Center (ICC), რომელიც 18-20 ივნისს გაიმართება.

Anna.aero (Airline Network News & Analysis) 2007 წელს დაარსდა. საიტი ავიასფეროში მიმდინარე მოვლენებს, ანალიტიკურ მასალებსა და ტენდენციებზე წერს. მას ყოველთვიურად 60000 უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.