ცნობილი თურქი მსახიობი ერკან პეტეკაია დალამანი-სტამბოლის ავიარეისიდან მოხსნეს. როგორც თურქული მედია იტყობინება, ცნობილმა მსახიობმა თვითმფრინავში, რომელიც დალამანიდან სტამბოლის მიმართულებით ავიარეისის შესრულებისთვის ემზადებოდა, დებოში მოაწყო. როგორც ირკვევა, ინციდენტისას ერკან პეტეკაია ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.თვითმხილველები ყვებიან, რომ მსახიობი მგზავრებთან და ეკიპაჟის წევრებთან მიმართებაში საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა და ძალის გამოყენებასაც ცდილობდა.

საბოლოოდ, თვითმფრინავის ეკიპაჟი იძულებული გახდა აეროპორტის დაცვა გამოეძახებინა და მსახიობი რეისიდან მოეხსნა.

შეგახსენებთ, რომ ერკან პეტეკაია ინიციატივით გამოვიდა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე 30 წლამდე ადამიანებზე ალკოჰოლისა და თამბაქოს რეალიზაცია აიკრძალოს.

ერკან პეტეკაია ცნობილი მსახიობია არა მხოლოდ თურქეთში არამედ ახლო აღმოსავლეთისა და დსთ-ს ქვეყნებში. მას ნათამაშები აქვს 9 ტელესერიალში და მრავალ სრულმეტრაჟიან ფილმში.