ამსტერდამის აეროპორტი, იმ მგზავრებს, რომლებიც აეროპორტში რიგების გამო რეისზე ვერ მოხვდნენ კომპენსაციას გადაუხდის.

უცხოური მედია წერს, რომ ამსტერდამის აეროპორტი Schiphol-ი მგზავრებს გადაუხდის კომპენსაციას, რომლებმაც ფრენა რიგების გამო  გამოტოვეს.

კომპენსაცია გადაეცემათ იმ მგზავრებს, რომლებიც 23 აპრილიდან 11 აგვისტოს ჩათვლით იმყოფებოდნენ აეროპორტში და ზაფხულის არდადეგების სეზონზე უპრეცედენტო რიგების გამო გამოტოვეს ფრენა, ნათქვამია Schiphol-ის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამ ზაფხულს, ევროპის ქვეყნების აეროპორტებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ ფრენების და მგზავრების მომსახურებაში მუშახელის დეფიციტისა და ტურისტების დიდი ნაკადის გამო, პანდემიის პერიოდში შეფერხების შემდეგ. Schiphol-ის დატვირთული გრაფიკის მწვერვალზე, ადმინისტრაცია იძულებული გახდა გამგზავრების ტერმინალების გარეთ კარვები გაეშალა, რადგან რიგები ქუჩამდე იყო.