ავიაკომპანია American Airlines-ი კიდევ ერთხელ ამცირებს ფრენების განრიგს. საავიაციო ანალიტიკური კომპანია Cirium-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია კიდევ 16%-ით ამცირებს დაგეგმილი რეისების რაოდენობას. საუბარია ნოემბერში 31,000 რეისის გაუქმებაზე. ყველაზე მეტად შემცირება შეეხება ჩიკაგოსა და დალასს შორის რეისებს, ასევე ბოსტონსა და ფილადელფიას შორის ფრენებს..

American Airlines-ი არ არის ერთადერთი აშშ-ის ავიაკომპანია, რომელიც თავის განრიგს ამცირებს და ცვლის.

ცოტა ხნის წინ რეისების გაუქმების შესახებ განცხადება გააკეთა United Airlines-მა, ხოლო Delta-მ ცვლილება ზაფხულის სეზონის დასაწყისშივე გააკეთა.

გაუქმება და რეისების შეფერხება აშშ-ს მასშტაბით დაკავშირებულია პერსონალის დეფიციტთან, ცუდ ამინდთან და საჰაერო მოძრაობის შეფერხებასთან. ასე რომ, გასულ კვირას დალასში ძლიერმა შტორმის შედეგად 100 ფრენა გაუქმდა.