მალაიზიური ავიაკომპანია Malaysia Airlines-ი 20 გრძელმაგისტრალურ Airbus A330neo-ს შეიძენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

„პირველადი შეთანხმება მოიცავს 20 ერთეულ A330-900 თვითმფრინავს, რომელთაგან ათი შეძენილი იქნება Airbus-დან და კიდევ ათი იჯარით იქნება აღებული დუბლინში დაფუძნებული Avolon-ისგან“, – თქვა თვითმფრინავის მწარმოებელმა.

მალაიზიური ავიაკომპანია ყიდულობს თვითმფრინავებს ფლოტის განახლების პროგრამის ფარგლებში.

A330neo თვითმფრინავი ეტაპობრივად ჩაანაცვლებს 21 A330ceo ჩვეულებრივი ძრავის მქონე თვითმფრინავს.