American Airlines-ის ინჟინრების გაფიცვის გამო, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ფრენებს პრობლემები შეექმნა. ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცა საჰაერო ხომალდების 50-ზე მეტი ინჟინერი და ეკიპაჟის მეთაური, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან American Airlines-ის 23 რეისზე დღის განმავლობაში.
2022 წლის მეორე კვარტლის შედეგებით, ავიაკომპანიის შემოსავალმა 13,17 მილიარდს გადააჭარბა, თუმცა, ძლიერი პოსტპანდემიური აღდგენის მიუხედავად, American Airlines-ი თანამშრომლებისთვის ხელვასების სამწლიან შემცირებას ძალაშ ტოვებს.
ავიაკომპანიამ თანამშრომლებს შესთავაზა, რომ პირველ წელს ტექნიკოსები მიიღებდნენ 5.3%-ს, ხოლო ეკიპაჟის ხელმძღვანელები – 3.8%-ს. მეორე წელს ყველა მათგანს ნაღდი ფულის სახით ერთჯერადად გადაუხდიდნენ, ხოლო მესამე წელს განხორციელდებოდა ანაზღაურების გაყინვა. გაერთიანების გენერალურმა მდივანმა შერონ გრეჰემმა განაცხადა, რომ ეს წინადადება მიუღებელია, ვინაიდან ინფლაციამ უკვე 12,3%-ს მიაღწია.