თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ფლაგმანი Türk Hava Yolları (Turkish Airlines) (THY) ფრენებზე დატვირთულობის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის სექტემბერში 85%-ი შეადგინა, ხოლო მგზავრთნაკადის მოცულობამ 7,3 მილიონი მგზავრი. ამის შესახებ ინფორმაციას THY-ის პრესსამსახური ავრცელებს.

Turkish Airlines-ის ინფორმაციით, სექტემბერში ფრენებზე ადგილების საერთო რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 15,9%-ით გაიზარდა.

ამასთან, THY-ის დატვირთულობის კოეფიციენტმა საერთაშორისო ფრენებზე განსახილველ პერიოდში 84,9% შეადგინა, ხოლო შიდა ფრენებზე – 90,2%.

ტვირთის გადაზიდვისა და საფოსტო ტვირთების მოცულობა სექტემბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,6%-ით გაიზარდა – 145 ათას ტონამდე.

Turkish Airlines-ის რეისებზე დატვირთულობის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 79,7%-ი შეადგინა, ხოლო მგზავრთა გადაადგილების მოცულობამ – 53,9 მილიონი ადამიანი.

ტვირთის გადაზიდვისა და საფოსტო ტვირთების მთლიანი მოცულობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,7-ით გაიზარდა – 1,3 მლნ ტონამდე.

სექტემბრის ბოლოსთვის Turkish Airlines-ის ფლოტში თვითმფრინავების რაოდენობა 390 იყო.