Airbnb-ზე კუნძული ქირავდება. კუნძული ხორვატიაში, ქალაქ პულას სამხრეთით მდებარეობს. კუნძულზე არის 1833 წელს აშენებული პორერის შუქურა, რომელიც დღეისათვის საკმაოდ კეთილმოწყობილია და გააჩნია ყველანაირი ინფრასტრუქტურა კომფორტული დასვენებისთვის.
Airbnb-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კუნძულზე დასვენება ერთდროულად მაქსიმუმ 4 ადამიანს შეუძლია, ხოლო მისი დაქირავება მინიმუმ 3 ღამითაა შესაძლებელი.
ამ დროისათვის კუნძული 11 სექტემბრამდე მთლიანად დაჯავშნილია, ხოლო 11 სექტემბრიდან 3 ღამის ღირებულება კი მსურველებისთვის 402 ევროა პლუს მომსახურების გადასახადი – 66,96 ევრო, ანუ მთლიანობაში კუნძულზე 3 ღამის თევა 468,96 ევრო ღირს.
რა დაგხვდებათ? ზღვის ხედი, სამზარეულო, ტელევიზორი, აბაზანა, მაცივარი.
გრძელვადიანი ჯავშნები დაშვებულია.
უფრო მეტი დეტალი და ზოგადად კუნძულის დაჯავშნა შეგიძლიათ აქ: