არაბეთის გაერთიანებული საამიროების უმსხვილესმა ავიაკომპანიამ უარი თქვა რუსეთში სანქცირებული ტვირთის გადაზიდვაზე.

რუსეთის ხელისუფლების მცდელობა, აეგოთ „ხიდი“ სანქციების გვერდის ავლით – აზიიდან ახლო აღმოსავლეთისკენ – წარუმატებელი აღმოჩნდა.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი ავიაკომპანია Emirates Airlines-მა უარს თქვა სანქცირებული ტვირთის ტრანსპორტირებაზე ინდოეთიდან რუსეთში, განაცხადა ინდოეთის იმპორტიორთა სავაჭრო და სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა ანა ბექტორმა.

კომპანია, რომელიც მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს მგზავრთა ტრაფიკით და მეორე ადგილზე ტვირთების რაოდენობით, აგრძელებს ფრენებს მოსკოვის მიმართულებით და უკან.

მაგრამ Emirates-ის ჩართვის მცდელობა “ანტისანქციების” ჰაბის შექმნაში შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ოფიციალური პირების დელეგაცია ფინანსთა მდივნის მოადგილის უოლი ადეიმოს ხელმძღვანელობით არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობდა.