ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი გახდა მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია, რომელმაც COVID-19-ის პანდემიის დროს თვითმფრინავებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, Skytrax-გან 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების აუდიტი 2020 წლის დეკემბერში ჩატარდა, რომლის დროსაც ავიაკომპანიის ქსელში მოკლედისტანციური რეგიონული ფრენების დროს და ასევე რიგის აეროპორტის განთავსებულ ავიაკომპანიის ბაზაზე, უსაფრთხოების სტანდარტები შეფასდა

COVID-19-ის პანდემიის პირობებში თვითმფრინავებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ემყარება უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომების ეფექტურობისა და თანმიმდევრულობის შეფასებას, რომელიც airBaltic-მა COVID-19-ის პანდემიის დროს მომხმარებლებისა და პერსონალის უსაფრთხოების მიზნით განახორციელა

”ჩვენ ვამაყობთ, რომ COVID-19-ის პირობებში 5-ვარსკვლავიანი უსაფრთხოების ნიშანი მივიღეთ და ვართ პირველი ავიაკომპანია, რომელმაც Skytrax-გან ასეთი რეიტინგი მიიღო”, – აცხადებენ airBaltic-ში.