ავიაკომპანიის ბოლოდროინდელი ონლაინ აუდიტის შედეგად, თურქულ ავიაკომპანია Turkish Airlines-ს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კატეგორიაში, Diamond Standard სტატუსი მიენიჭა.

”აუდიტის შედეგების საფუძველზე, სხვა ავიაკომპანიებთან ერთად, Turkish Airlines– მა მიიღო Diamond სტატუსი, რომელიც წარმოადგენს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უმაღლეს დონეს, ასევე ამ ურთულეს პერიოდში მომსახურების და ხარისხის უპრეცედენტო მიდგომის შენარჩუნებას”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

ონლაინ აუდიტი, რომელსაც საჰაერო ტრანსპორტის მგზავრთა ასოციაცია (APEX) და SimpliFlying-ი აწარმოებენ და რომელიც 10 კატეგორიას მოიცავს, გამარჯვებულები 75 კრიტერიუმის საფუძველზე შეირჩევიან.

Turkish Airlines-ის წარმომადგენელთა განმარტებით, ავიაკომპანიის მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, Turkish Airlines-ის  მგზავრებს მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილება ჰქონდეთ.