COVID-19-ზე თანამშრომლების ვაქცინაციას კერძო კომპანიებიც იწყებენ. American Airlines-ი ამბობს, რომ პილოტებს და ბორტგამცილებლებს აცრის.

აცრა ორგანიზაციის ხელმძღვანელების განცხადებით, სავალდებულო არ არის. პილოტებს შეუძლიათ ვაქცინის მიღებაზე ნებაყოფლობით, სასურველ დროს ჩაეწერონ. ეს დიდი აეროპორტების მიერ დაგეგმილი ვაქცინაციის ფართო პროგრამის ნაწილია, რომელშიც ამერიკის ბევრი აეროპორტი იღებს მონაწილეობას.

American Airlines-ის ჩიკაგოში მომუშავე თანამშრომლებს უთხრეს, რომ ვაქცინა თებერვალში ექნებათ, ნიუ-იორკში კი – კიდევ უფრო ადრე. თანამშრომლებისადგმი გაგზავნილი ელექტრონული წერილი ამბობს, რომ ეს თითოეული მათგანის “პირადი” გადაწყვეტილება უნდა იყოს. 

შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აცრის შემდეგ პილოტებმა და ბორტგამცილებლებმა 48 საათის მანძილზე არ უნდა იფრინონ.

წყარო: ამერიკის ხმა