Air India-ს ფლოტიდან ყველა Boeing 747-ს გაყავს. ოთხძრავიანი  Jumbo Jet-ი გამოიყენებოდა არა მხოლოდ ეროვნული ავიაკომპანიის ფრენებზე, არამედ გამოიყენებოდა როგორც მთავრობის VIP ტრანსპორტი.

ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორატმა (DGCA) რეგისტრაცია გაუუქმა Air India-ს კუთვნილი ოთხივე Boeing 747-400-ს. ყოფილი ეროვნული გადამზიდავი, რომელიც პრივატიზებულია 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, ცდილობს გააუმჯობესოს ფლოტის ეფექტურობა, როგორც რესტრუქტურიზაციის პროგრამის ნაწილი.

როგორც ცნობილია, 2020 და 2021 წლებში ავიაკომპანიამ ოპერირებიდან მოხსნა ოთხი თვითმფრინავი, თუმცა კომპანია უარყოფდა, რომ ყველა Boeing 747-ს ფლოტიდან გაიყვანდა.

Tata Group-მა სახელმწიფოსგან 180 მლრდ რუპიად Air India გამოისყიდა