საწვავის ფასების მკვეთრი ზრდის გამო, ნიგერიული ავიაკომპანიები 9 მაისიდან ოპერირებას შეაჩერებენ, – აღნიშნულია ავიაკომპანიების გაერთიანების Airline Operators of Nigeria-ს (AON) განცხადებაში.

AON-ს სურს აცნობონ ფართო საზოგადოებას, რომ წევრი ავიაკომპანიები (ორგანიზაციები) შეწყვეტენ ფრენებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 2022 წლის 9 მაისიდან შემდგომ შეტყობინებამდე“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი გაზეთი Vanguard-ი ავრცელებს.

ინფორმაციაში, რომელიც გაზეთმა გამოაქვეყნა, მითითებულია, რომ თვითმფრინავის საწვავის ფასი ბოლო პერიოდში 190-დან 700 ნაირამდე გაიზარდა.

„მსოფლიოში არცერთ ავიაკომპანიას არ შეუძლია გაუმკლავდეს ასეთ უეცარ შოკს, ასეთი ასტრონომიული ზრდის შედეგებს მოკლე პერიოდში“, – ნათქვამია განცხადებაში.

AON-ში, რომელიც წარმოადგენს ნიგერიის ცხრა შიდა გადამზიდველს, აცხადებენ, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში ავიაკომპანიები იძულებულნი გახდნენ საკუთარი მომსახურების სუბსიდირება მოეხდინათ.

მარტიდან ავიაკომპანიების მხრიდან ბევრი გაუქმება და შეფერხება ფიქსირდებოდა. ბოლო კვირებში ზოგიერთ მარშრუტზე ბილეთების ღირებულება სამჯერ გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიგერია აფრიკის ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია, ქვეყანა საავიაციო ნავთის იმპორტზეა დამოკიდებული.