Air India საკუთარ პილოტებსა და ბორტგამცილებლებს ცხიმიან საკვებზე უარის თქმას აიძულებს. ინდოეთის ნაციონალურმა ავიაგადამზიდავმა ახალი მენიუს შესახებ განაცხადა, რომელშიც ცხიმის შემცვლელობა მინიმუმამდეა დაყვანილი და რომლის მიწოდებაც 15 სექტემბრიდან უვე დაიწყო. ავიაკომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და ცდილობს, რომ საკუთარი ეკიპაჟის წევრებს სწორი კვებაში ხელი შეუწყოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ სპეციალური უცხიმო დიეტის დანერგვა დაიწყო.

“მენიუში შეტანილი ყველა კერძი მცირედ ქოლესტერინსა და ცხიმს შეიცავს. ეს ინიციატივა დაეხმარება ჩვენს გუნდს იყვნენ ჯანმრთელები და ყოველთვის ფორმაში”, განაცხადა Air India-ს წარმომადგენელმა The Times of India-სთან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში Air India-ს ეკიპაჟის წევრებს მაღალი წონის პრობლემა შეექმნათ. 2015 წელს Air India-მ ბორტზე არ დაუშვა 130 ბორტგამცილებელი, რომელთა უმრავლესობა ქალი იყო. მიზეზი კი მათი წონა გახდა.

ირკვევა, ავიაკომპანიამ 3500 თანამშრომელი გადაამოწმა, რომელთაგან 600 ჭარბი წონის პრობლემა აღმოაჩნდა.

კომპანიაში ამ თანამშრომლებს მოუწოდეს, რომ დიეტა დაეცვათ: ზოგი მკაცრად გააფრთხილეს, ზოგი დროებით სამსახურს ჩამოაშორეს.