მინსკის საერთაშორისო აეროპორტში 10 ერთეული Drop-off დაამონტაჟეს, რომლის საშუალებითაც მგზავრს ბარგის ჩაბარება დამოუკიდებლად შეუძლია, იმ შემთხვევაში თუ კი მას უკვე აქვს ჩასხდომის ბარათი.

აეროპორტის ინფორმაციით, ახალი აპარატები №29-38 სარეგისტრაციო დახლების ნაცვლად დაიდგა. Drop-off-ების მუშაობის სპეციფიკა ასეთია: მგზავრი სპეციალურ მბრუნავ ბილიკზე ანთავსებს ბარგს, ახდენს ჩასხდომის ბარათის სკანირებას, კიდევ ერთხელ ამოწმებს მონაცემებს და აპარატისგან მიღებულ ბირკას ამაგრებს ბარგს, რომელიც შემდგომი გადამუშავებისთვის და ბორტზე ატანისთვის შემდეგ განყოფილებაში გადადის.

თუ კი აპარატი დააფიქსირებს, რომ ბარგის ზომები ავიაკომპანიის მოთხოვნებთან შეუსაბამობაშია, ან წონა მეტია, მაშინ მგზავრს რეგისტრაციის დახლთან მისვლა და შემდეგი პროცედურების გავლა მოუწევს. სისტემა დღეიდან ამოქმედდა და ის ამ ეტაპზე მხოლოდ Belavia-ს მგზავრებზეა ორიენტირებული.