ავიაკომპანია Air India-ს კოლკატა-აგარტალას რეისი 2 საათით გადაიდო. მიზეზი კი ფუტკრების თავდასხმა გახდა.

აეროპორტი თვითმფრინავის მახლობლად ფუტკრების უზარმაზარი გუნდი შენიშნეს. ამ დროს კი თვითმფრინავი სამიმოსვლო ბილიკზე იმყოფებოდა და ასაფრენად ემზადებოდა. საჰაერო ხომალდი 136 მგზავრითა და ეკიპაჟის წევრებით (რეისი AI 743) 9:40 საათზე უნდა აფრენილიყო. თუმცა, Airbus A319-ს პილოტმა ფუტკრები დროულად დაინახა და უმალვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აფრენა გადაედო, რადგანაც შესაძლოა ამ ყველაფერს საავიაციო ინციდენტიც კი გამოეწვია.

Air India-ში აცხადებენ, რომ თუ კი ფუტკარი ძრავში მოხვდებოდა, მაშინ თვითმფრინავი აფრენას ვერ შეძლებდა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფუტკარი თვითმფრინავის ძრავში მოხვედრილი არ იყო და სწორედ ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება რეისის შესრულების შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფუტკრების ინციდენტამდე, აღნიშნული რეისი ტექნიკური პრობლემის გამო იყო გადადებული.