ავიაკომპანია Lufthansa-მ საკუთარი Airbus A340-600, სარეგისტრაციო ნომრით D-AIHO, ავეჯისა და გასაღების “ბრელოკების” დასამზადებლად გადასცა, წერს avianews-ი. საჰაერო ხომალდი 2006 წლიდან 2016 წლამდე Lufthansa-ს რეგულარულ ავიარეისებს ასრულებდა.

Lufthansa-მ  ორ გერმანულ კომპანია – Wilco Design-თან და Aviationtag-თან ხელშეკრულება გააფორმა, რათა თვითმფრინავის დეტალები Lufthansa Upcycling Collection-ის შექმნისთვის გამოეყენებინათ. 

თვითმფრინავის ნაწილებისგან დამზადებულ თითოეულ ნივთს აქვს სპეციალური შტამპი, სადაც აღნიშნულია, რომ ის ბორტ D-AIHO-სგან არის დამზადებული.

Airbus A340-600-გან დამზადებული ნივთების შეძენა ონლაინაა შესაძლებელი. მაგალითად “ბრელოკის” ფასი 25 ევროა.