ფრანგულ-ნიდერლანდური ავიაკომპანია Air France-KLM 300 მილიონი ევროს მუდმივ კონვერტირებად ობლიგაციებს გამოუშვებს, რათა საფრანგეთის მთავრობისგან COVID-პანდემიის დასაწყისში აღებული დავალიანების ნაწილობრივ დასაფარად თანხები მოიზიდოს.
სუბორდინირებული ობლიგაციები, რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ახალ აქციებად ან გაიცვალოს არსებულზე, განთავსდება ექსკლუზიურად კვალიფიციურ ინვესტორებს შორის, ნათქვამია ჯგუფის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ობლიგაციების განთავსება 23 ნოემბერს იგეგმება.
Air France-KLM-ი ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებულ შემოსავალს მთლიანად ვალის დასაფარად მიმართავს. როგორც ცნობილია, 2021 წლის აპრილში საფრანგეთის ხელისუფლებამ ავიაკომპანიას 4 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწია.