ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთიდან პოპულარული სატელევიზიო გადაცემის “Me voy a comer el mundo” ჟურნალისტებს მასპინძლობს. პრეს-ტურის ფარგლებში ესპანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სიუჟეტს ამზადებენ, რომელიც 3 სატელევიზიო არხით „Canal Cocina”, “Selekt”, El Gourmet” ესპანეთში, პორტუგალიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გადაიცემა.
50 წუთიან სატელევიზიო გადაცემაში მილიონობით მაყურებელი საქართველოს ტურისტულ მიმართულებასთან ერთად, ქართულ კულტურასა და სამზარეულოს გაეცნობა.
ტურის ფარგლებში გადამღები ჯგუფის წევრები თბილისს, მცხეთას და წალკაში დაშბაშის კანიონს ეწვივნენ.
პრეს-ტურის მიზანი ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება.