აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ექვსი ავიაკომპანია დათანხმდა თანხის დაბრუნებას მგზავრებისთვის, რომელთა ფრენები გაუქმდა ან მნიშვნელოვნად შეიცვალა. ისინი ასევე მზად არიან გადაიხადონ ჯარიმები. ამ ავიაკომპანიების მიერ მგზავრებისთვის გადასახდელების ჯამური ოდენობა 622 მილიონი დოლარია, ჯარიმები კი 7,25 მილიონი დოლარი.

სააგენტოს ცნობით, ამერიკული ავიაკომპანია Frontier Airlines-ი მგზავრებს კომპენსაციის სახით 222 მილიონ დოლარს გადაუხდის და 2,2 მილიონ დოლარს კი ჯარიმის სახით გადაიხდის. Air India  121,5 მილიონ დოლარს კომპენსაციის სახით გასცემს, 1,4 მილიონ დოლარს კი ჯარიმის სახით. კომპენსაციას 126,5 მილიონი დოლარის ოდენობით და 1,1 მილიონი დოლარის ჯარიმას პორტუგალიური ავიაკომპანია Tap Portugal გადაიხდის. ისრაელის ავიაკომპანია EL AL კომპენსაციის სახით 61,9 მილიონ დოლარს და 900 000 დოლარის ჯარიმას გადაიხდის. კოლუმბიური Avianca მგზავრებს 76,8 მილიონ დოლარს გადაუხდის, Mexican Aeromexico – 13,6 მილიონ დოლარს, მათი ჯარიმები კი, შესაბამისად, 750 000 და 900 000 დოლარს შეადგენს.