აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროს ქონებრივი საქმეთა სამსახურის მიერ აუქციონზე გამოტანილი 2009 წელს წარმოებული ვერტმფრენი Airbus EC-135P2 1 მილიონ მანათად გაიყიდა.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის განმავლობაში სამსახურმა აუქციონზე რამდენჯერმე გაიტანა სამი ვერტმფრენი. სამიდან ერთ-ერთი ვერტმფრენი იყო სწორედ 2009 წელს წარმოებული Airbus EC-135P2, დანარჩენი ორი 2005 წელს წარმოებული Airbus EC-155B1. მიმდინარე წლის მარტსა და ივლისში ჩატარებული აუქციონები წარუმატებელი აღმოჩნდა. პირველად აქუციონებზე ობიექტების საუწყი ღირებულება 2 მილიონი მანეთი იყო.