ჰოლდინგმა IAG ესპანური ავიაკომპანია Air Europa 1მლრდ ევროდ იყიდა. IAG-ის საკუთრებას უკვე წარმოადგენს ესპანური ავიაკომპანია Iberia.
როგორც IAG-ში განმარტავენ, აღნიშნული გარიგება მადრიდს ახალ პერსპექტივებს უქმნის, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ამსტერდამს, ლონდონს, ფრანკფურტს და პარიზს.
ახალი შენაძენით IAG-ი ევროპასა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ავიაბაზრებზე ლიდერობას უმიზნებს.