ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე პოპულარული მიმართულება პოლონეთის დედაქალაქია. ვარშავა იმ TOP-5-ის სათავეშია, რომელსაც აეროპორტი, იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე პოპულარულ მიმართულებად ასახელებს.

პოლონეთი, რომ პოპულარული მიმართულებაა ამას ისიც მოწმობს, რომ “შესანიშნავ ხუთეულში” მოხვდა ასევე პოლონური ქალაქი კატოვიცე. ხუთეული აერთიანებს ასევე გერმანიის დედაქალაქს და გერმანიიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მდებარე ქალაქ დორტმუნდს. რეიტინგის შუაგულში, ანუ მესამე ადგილზე კი ავსტრიის დედაქალაქი ვენაა. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე პოპულარული TOP-5 მიმართულების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • ვარშავა;
  • ბერლინი;
  • ვენა;
  • კატოვიცე;
  • დორტმუნდი;

აღსანიშნავია, რომ ყველა მიმართულებას, რომელიც რეიტინგშია მითითებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი ემსახურება.