წამყვანი გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლები მორიგი გაფიცვისთვის ემზადებიან. პროტესტის აღნიშნულ ფორმას ამჯერად ბორტგამცილებლები მიმართავენ. ირკვევა, რომ გაფიცვა შეეხება ყველა იმ რეისს, რომლის გაფრენა გერმანიის აეროპორტებიდანაა დაგეგმილი. 

“სამწუხაროდ ჩვენ თქვენთვის სამწუხარო სიახლე გაქვს: მიმდინარე კვირაში, ხუთშაბათსა და პარასკევს (7-8 ნოემბერს) კომპანია Lufthansa-ს სათაო ოფისის ბორტგამცილებლები მუშაობას 48 საათით წყვეტენ” აღნიშნულია გერმანულ პროფესიული გაერთიანება Ufo-ს ვიდეომიმართვაში.

ირკვევა ისიც, რომ Lufthansa-ს გაფიცვას შესაძლოა შეუერთდნენ Eurowings-ისა და Sunexpress-ის თანამშრომლებიც.

“ამ დროისათვის ჩვენ ვმუშაობთ ფრენების სპეციალურ გრაფიკზე”, – აცხადებენ Lufthansa-ში.

აღსანიშნავია, რომ Lufthansa მინხენიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. გადაიდება თუ არა 7-8 ნოემბერს დაგეგმილი რეისები ამ დროისათვის უცნობია.