არაბული ავიაკომპანია Air Arabia-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტი საქარველოში კომპანია GASA (გასა) მგზავრებს უფასო COVID დაზღვევის სერვისს სთავაზობს. თუ კი მოგზაურობის პერიოდში Air Arabia-ს მგზავრს COVID-19 დაუდასტურდება, მაშინ მისი მკურნალობის და კარანტინის ხარჯებს, ავიაკომპანია აანაზღაურებს.
“წარმოგიდგენთ უფასო COVID დაზღვევას ყველა მგზავრისთვის, რომელიც Air Arabia-ს ბილეთით იფრენს შარჯას, აბუ დაბის და რას ელ ხაიმას მიმართულებებზე.
თუ მოგზაურობის პერიოდში COVID-19 დაგიდასტურდათ, თქვენი მკურნალობის და კარანტინის ხარჯებს, Air Arabia-ს აანაზღაურებს.
დამატებითი დოკუმენტების შევსების გარეშე, 2021 წლის 31 ოქტომბრამდე მოგზაურთათვის, დაზღვევა ბილეთის შეძენისთანავე აქტიურდება და მოქმედია მოგზაურობის დაწყებიდან 31 დღის განმავლობაში.
COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში, 24/7-ზე დაუკავშირდით Air Arabia-ს COVID დაზღვევის საერთაშორისო მომსახურების ცენტრს, შემდეგი არხებით:
Phone: +971 4 5646990 | +212 522 536499 | +20 2 2265 9993 | +966 11 520 0889
WhatsApp: +66 65 121 2025
Email: covid19assistance@tuneprotect.com”, აღნიშნულია GASA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.