რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, არაბული ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება.

საქართველოში Air Arabia-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ში (გასა) განმარტავენ, რომ Air Arabia 23 იანვრიდან, (უკვე დამტკიცებულია განრიგი თებერვლის ჩათვლით) პირდაპირ რეისებს განაახლებს შარჯა-თბილისი-შარჯა, მიმართულებაზე. ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება.

ბილეთების ღირებულება 237 დოლარიდანაა.

30 დღიანი ტურისტული ვიზის ღირებულება კი 89 დოლარია.

“ახალი კოვიდ რეგულაციით, სავალდებულოა იქონიოთ სამოგზაურო დაზღვევა, რომლის ღირებულებაა – 29 დოლარი.

აღნიშნული რეისით ასევე შეგიძლიათ იფრინოთ ჩენაის, მუმბაის, ჯაიპურის და სხვა მიმართულებებით.
ტრანზიტული მიმართულებების ფასი – 327 დოლარიდან.

ფასები ცვალებადია და განისაზღვრება ავიაკომპანიის მხრიდან, რეისის დატვირთულობის შესაბამისად.

🚀 ავიაბილეთების დასაჯავშნად და სამოგზაურო რეგულაციებზე კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით:

☎️ნომერზე 0322400040”, – აცხადებენ კომპანია “გასაში”.