2021 წლის 26 იანვრიდან ძალაში შედის აშშ-ს მთავრობის მოთხოვნა: მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან აშშ-ს ნებისმიერ ქალაქში გამგზავრების მსურველმა უნდა წარადგინოს COVID-19 ნეგატიური ტესტი ან COVID-19-დან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტი.

როგორც კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომელიც აშშ-ს მიმართულებით რეისებს ინტენსიურად ასრულებს, აშშ-ში შესვლა ეკრძალება ნებისმიერი ქვეყნის 2 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეს თუ ის გაფრენამდე არ წარადგენს:

(1) COVID-19-ის ვირუსის გამომწვევ SARS-CoV-2-ზე აღებული ტესტის ნეგატიურ პასუხს ან (2) COVID-19-ის ვირუსისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ წერილობით ან ელექტრონულ დოკუმენტს, რომელიც მოიცავს თავდაპირველ COVID-19-ის ვირუსის გამომწვევ SARS-CoV-2-ზე აღებული ტესტის დადებით პასუხს და ლიცენზირებული სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემულ ოფიციალურ წერილს, რაც ადასტურებს, რომ პირი გამოჯანმრთელდა ვირუსისგან და შეუძლია მგზავრობა.

(1) COVID-19-ის ვირუსის გამომწვევ SARS-CoV-2-ის ტესტი აღებული უნდა იქნეს გამგზავრებამდე სამი დღის ინტერვალში და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: “ნეგატიური” ან “SARS-CoV-2 რნმ არ იქნა აღმოჩენილი” ან “SARS-CoV-2 ანტიგენი არ იქნა აღმოჩენილი”, ან ” COVID-19 არ იქნა აღმოჩენილი/დადასტურებელი”.
(2) COVID-19-ის ვირუსისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი წერილობითი ან ელექტრონული დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი და გაცემული ოფიციალურ ბლანკზე, სადაც მითითებული იქნება სამკურნალო დაწესებულების დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. თანმხლები SARS-CoV-2-ის დადებითი პასუხის ტესტი აღებული უნდა იყოს გამგზავრებამდე 90 დღის ინტერვალში და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: “პოზიტიური” ან “SARS-CoV-2 რნმ იქნა აღმოჩენილი” ან “SARS-CoV-2 ანტიგენი იქნა აღმოჩენილი”, ან “COVID-19 იქნა აღმოჩენილი/დადასტურებელი”.