თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) აგვისტოში 8,7 მლნ მგზავრს მოემსახურა, ხოლო ავიაკომპანიის იანვარ-აგვისტოს მგზავრთნაკადის მაჩვენებელმა კი 56 მლნ შეადგინა. მხოლოდ აგვისტოში ავიაკომპანიის მგზავრთა რაოდენობა 10,7%-ით გაიზარდა. 2022 წლის აგვისტოში ავიაკომპანიამ 7.8 მლნ მგზავრი გადაიყვანა. 8 თვის მონაცემებით კი ზრდა 20%-ის დონეზეა. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში THY-ის მგზავრთა საერთო რაოდენობა 46.6 მილიონს მიაღწია.
რაც შეეხება მგზავრთა გამტარუნარიანობა 2023 წლის აგვისტოში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,1 პუნქტით გაიზარდა და 86,2%-ს მიაღწია. ამავე პერიოდში საზღვარგარეთის რეისებზე დატვირთულობის კოეფიციენტმა 85.4% შეადგინა, ხოლო შიდა რეისებზე 92.7%-ი.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში დატვირთულობის კოეფიციენტმა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 პუნქტიანი ზრდა აჩვენა და 82.9% შეადგინა.
2023 წლის აგვისტოს ბოლოსთვის Turkish Airlines-ის ავიაფლოტში 428 თვითმფრინავი იყო რეგისტრირებული.