2023 წლის ნოემბერში მალდივების ავიაკომპანია Beond დაიწყებს ფრენებს ციურიხიდან და მიუნხენიდან მალის მიმართულებით. თვითმფრინავის საწვავის შევსების პუნქტი იქნება რიადი.

Beond, რომელიც საკუთარ თავს მსოფლიოში პირველ პრემიუმ ავიაკომპანიას უწოდებს, გეგმავს უწყვეტ ფრენას მალდივებიდან მსოფლიოს 60 მიმართულებით, მათ შორის აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაშიც კი.

Beond მგზავრებს შესთავაზებს სახლში ბარგის რეგისტრაციის სერვისს, პრემიუმ აეროპორტის ტრანსფერებს, გამოყოფილ დარბაზს და “საუცხოო” ბორტზე კვებას.

„ავიაკომპანია უზრუნველყოფს უფრო მეტ პირდაპირ ფრენებს მალდივის მიმართულებით და უკან, რაც კუნძულებზე მოგზაურობას კიდევ უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს გახდის“, – ამბობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მინისტრი ფაიაზ ისმაილი.

„ჩვენ ყველანი შევესწარით პრემიუმ მოგზაურობის მოთხოვნის მნიშვნელოვან ზრდას“, – ამბობს Beyond-ის აღმასრულებელი დირექტორი ტერო ტასკილა. — ევროპის ყველა ავიაკომპანია იუწყება, რომ ბიზნეს და პირველი კლასის კაბინები სავსეა მგზავრებით, რომლებიც რეალურად მოგზაურობენ დასასვენებლად და არა საქმიანი მიზნებისთვის. ძვირადღირებული დასვენება ბაზრის ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტია“.