ომის გამო უკრაინის ცა კვლავ დაკეტილია, რაც საზღვარგარეთ მოგზაურობას ბევრად ართულებს. ამჟამად, უკრაინიდან სხვა ქვეყნებში მრავალი ავტობუსი დადის, მაგრამ საჰაერო მოგზაურობა მაინც ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია, როდესაც საქმე ეხება დიდ მანძილებზე მგზავრობას.

საერთაშორისო ავიაკომპანიებმა უკრაინის მიმდებარე ქვეყნებიდან და ქალაქებიდან დიდ დისტანციებზე შეუფერხებელი მოგზაურობისთვის უამრავი ფრენა რეისი დაამატეს, წერს visitukraine.today.

პოლონეთი

პოლონეთიდან შესაძლებელია მოხვედრა ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, ბრიტანეთში და სხვა პოპულარულ მიმართულებებში.

უკრაინის საზღვართან უახლოესი აეროპორტები პოლონეთის ქალაქებში ჟესოვსა და ლუბლინშია. ამ ქალაქებიდან რეგულარულად ახორციელებს ფრენებს Wizz Air-ი (ლონდონი, რომი, ბურგასი) და Ryanair-ი (დუბლინი, მილანი, ლონდონი, გდანსკი).

თუმცა, ქვეყნის ყველაზე დიდი აეროპორტი არის ვარშავას შოპენის აეროპორტი. აღნიშნული აეროპორტიდან ყოველდღიურ რეისებს დაახლოებით 40 პოპულარული ავიაკომპანია ახორციელებს.

პოლონეთის კიდევ ერთი განვითარებული აეროპორტია კრაკოვის იან პავლე II კრაკოვ-ბალიცას აეროპორტი.

სლოვაკეთი

კარპათიის გავლით საზღვრის გადაკვეთისას უკვე ყურადღების ცენტრშია კოშიცეში მდებარე აეროპორტს, რომელიც მდებარეობს უჟგოროდიდან 98 კილომეტრში. აღნიშნული აეროპორტებიდან Wizz Air-ისა და Ryanair-ის რეისებით შესაძლებელია მოხვედრა პრაღაში, დუბლინში, ლივერპულსა და ლონდონში.

უკრაინასთან ახლოს მდებარე აეროპორტია ასევე სტეფან დიდის აეროპორტში სუჩეავაში, რომელიც მდებარეობს ჩერნივციდან სულ რაღაც 80 კილომეტრში.

ამ აეროპორტში შესაძლებელია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების Wizz Air-ისა და Ryanair-ის ბილეთების შეძენა გერმანიის, ბელგიის, ნიდერლანდების, იტალიისა და საფრანგეთის მიმართულებით.