ძველი ტექნოლოგიებისა და სისტემების მოდერნიზაცია არის მთავარი ბიზნეს პრიორიტეტი მსოფლიოს 200 გამოკითხული აეროპორტის 92%-ისთვის, რაც მომავალ ტექნოლოგიურ რევოლუციაზე მიანიშნებს, – ნათქვამია AeroCloud-ის ანგარიშში „The Getting on the Runway to Growth“.
უფრო მეტიც, გამოკითხულთა 60% აღიარებს, ინვესტირებაზე უარის თქმა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა SaaS პლატფორმები, ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვან რისკს უქმნის მათ ბიზნესს მომდევნო 12 თვის განმავლობაში.
მიუხედავად ამისა, ავტორები აღნიშნავენ, რომ 40% კვლავ იყენებს Excel და Word დოკუმენტებს ოპერატიული ინფორმაციის შესანახად და სამართავად.
აეროპორტის აღმასრულებელთა მესამედმა აღნიშნა, რომ რეალურ დროში ანალიტიკის ნაკლებობა (33%) და მგზავრთა გადაადგილებაზე თვალყურის დევნება რეგისტრაციიდან ჩასხდომამდე (34%) ხელს უშლის მათ მოგზაურთა გამოცდილების გაუმჯობესებაში და მგზავრთა ნაკადის მართვაში.
გამოკითხულთა 30%-ის აზრით, მდგრად ღრუბლოვან გადაწყვეტილებებზე გადასვლა, რომლებიც ხელს უწყობენ რეალურ დროში მონაცემთა გაცვლას დაინტერესებულ მხარეებს შორის, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი აეროპორტების მუშაობას.
„მექანიკურ პროცესებზე და მემკვიდრეობით სისტემებზე გადაჭარბებული დამოკიდებულება მნიშვნელოვანი ბარიერია აეროპორტის ზრდისთვის. თანამედროვე საავიაციო ლანდშაფტი მოითხოვს სტრატეგიული, უახლესი ტექნოლოგიების მიღებას იმ მუდმივი შეფერხების დასაძლევად, რომელსაც ჩვენ ვხედავთ Covid-პანდემიის შემდეგ.
აეროპორტები, რომლებიც ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს თავიანთ ოპერაციებში, აქვთ უკეთესი შესაძლებლობა, რომ ეფექტურად უპასუხონ შეფერხებებს და სამომავლოდ კომერციულ წარმატებას მიაღწიონ“, – თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა და AeroCloud-ისთანადამფუძნებელმა ჯორჯ რიჩარდსონმა.