თურქეთში, ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებშიზამთრის სეზონი უკვე გახსნილია. სამთო-სათხილამუროკურორტებზე აქტიურად ჩადიან დამსვენებლები და სასიამოვნოდატარებენ თოვლიან დღეებს.  საყურადღებოა, რომ აქ არსებულისათხილამურო კურორტები აღჭურვილია უახლესი ტექნიკურისაშუალებებით და განსახლების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით. აქ განსაკუთრებული და მრავალფეროვანიასამზარეულოც, სადაც შეძლებთ გასინჯოთ საუკეთესო კერძებ დათურქულ ღვინოები.  

დღეს სწორედ გაგაცნობამ სამთო-სათხილამურო ტურისტულმიმართულებებს.

ერჯიესი

აღსანიშნავია ერჯიესის სათხილამურო ცენტრი, რომელიც ქალაქ აისერში მდებარეობს.  იგი შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ზამთრის კურორტად არის ქცეული. აქ არის ასევე მთა ერჯიესი, რომელიც ცენტრალური ანატოლიის რეგიონის უმაღლესი მწვერვალად ითვლება. მისი სიმაღლე  3916 მეტრს აღწევს. სათხილამურო კურორტი ყურადღებას იქცევს ორადგილიანი საბაგიროებით, რომლებიც აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური ატრიბუტებით. საბაგიროებით მოგზაურობისას ირგვლივ გაშლილი ხედი კი ცალკე საოცრებაა, რომელიც უბრალოდ არ უნდა გამოტოვოთ.

პალანდოკენი

აღსანიშნავია პალანდოკენიც, რომელიც ერთ-ერთი უალამზესი სათხილამურო კურორტია ურქეთში. აქ სათხილამურო სპორტისთვის საუკეთესო პერიოდი დეკემბრიდან იწყება და აპრილამდე გრძელდება, რადგან თოვლის საფარი 150 დღის განმავლობაში ნარჩუნდება. კურორტი გამოირჩევა მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასებით, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ადამიანისთვის. იგი მდებარეობს ქალაქ ერზრუმიდან 5 კილომეტრში. აქ არის პალანდოკენის მთა, რომელიც  2011 წლის მსოფლიო უნივერსიადის ზამთრის თამაშებსა და 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ზამთრის ფესტივალს მასპინძლობდა. აღსანიშნავია, რომ New York Times-ის მიერსაუკეთესო 41 სათხილამურო კურორტებს შორის ტოპ 20-ეულშია შეტანილი პალანდოკენიც.

სარიყამიში (ყარსი)

სარიყამიში (ყარსი) – ზამთრის კურორტი საქართველოსთან ყველაზე ახლომდებარე სათხილამურო კუროტია თურქეთის ტერიტორიაზე. იგი თურქეთის სხვა ზამთრის კურორტებისგან გამოირჩევა მრავალი ფაქტორით, მაგალითად, იმით, რომ თოვლის საფარი აქ გაცილებით მაღალია და ასევე რამდენიმე სათხილამურო ტრასაცაა. საბაგირო გზის მაქსიმალური სიმაღლე 2634 მეტრია. სეზონი დეკემბრის ბოლოს იხსნება და მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ურორტი გთავაზობთ შვიდ სათხილამურო ტრასას.

ბურსას პროვინცია, ულუდაღი

ბურსას სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ულუდაღის სათხილამურო ცენტრი თურქეთში ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ კურორტებს შორისაა ქალაქ სტამბოლთან სიახლოვის გამო. დასავლეთ ანატოლიის უმაღლესი მთის ულუდაღის ძირში სათხილამურო ზონა 1750-2543 მეტრი სიგრძისაა. სათხილამურო კურორტი, რომელსაც აქვს რვა საბაგირო, გთავაზობთ საუკეთესო სათხილამურო აღჭურვილობას, რაც თქვენს მოგზაურობას უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს ხდის. გარდა ამისა, ულუდაღის სათხილამურო ცენტრს აქვს თხილამურებით სრიალისთვის, სნოუბორდისთვისა, ციგურებისთვსი განკუთვნილი სპეციალური ტრასები.