თურქეთის უდიდესი აეროპორტის, აეროპორტ “სტამბოლის” ოპერირებიდან 2019 წლის 29 ოქტომბრიდან ანუ აეროპორტის გახსნიდან დღემდე ქვეყანამ 117 მილიარდ ევროს შემოსავალი მიიღო, – ამის შესახებ Twitter-ზე თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ დაწერა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ აეროპორტ “სტამბოლის” მუშაობის დადებითი ეფექტი ეროვნულ ეკონომიკაზე 80,7 მილიარდ ევროდ არის შეფასებული, ხოლო შემოსავალმა 117 მილიარდ ევროს მიაღწია.

მინისტრმა გაიხსენა, რომ აეროპორტის მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან არცერთი ლირა არ დახარჯულა.

მინისტრმა სოციალურ ქსელებში სტამბოლის აეროპორტის თემაზე ინფოგრაფიკაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მისი მშენებლობისთვის სულ 10,25 მილიარდი ევრო დაიხარჯა.

კარაისმაილოღლუმ თქვა, რომ მხოლოდ ფართის იჯარით სახელმწიფო ხაზინაში 26 მილიარდი ევრო შევა.