ალჟირიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენების რიცხვი გაიზარდა. ალჟირის ტრანსპორტის სამინისტროს წერილობითი განცხადების თანახმად, სტამბოლის მიმართულებით ყოველკვირეული რეისები ქალაქ ანაბას, კონსტანტინასა და ორანიდან, ასევე დედაქალაქიდან 7-დან 14-მდე გაიზარდა. ამავე განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნული ნაბიჯი გადაიდგა პრეზიდენტ აბდელმაჯიდ ტებუნის გადაწყვეტილების ფარგლებში, საჰაერო ტრანსპორტის განვითარების შესახებ. სამინისტროს განცხადებაში ისიც აღინიშნა, რომ ასევე გაიზარდა ფრენები ტუნისსა და კატარის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ 31 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ტებუნიმ აღნიშნა, რომ თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტორია ალჟირში და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საერთო ისტორიულ კავშირებზეა დამყარებული.