2020 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 910 000-ით განისაზღვრა, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა კი, 147 მილიონი ლარს შეადგენს, – ინფორმაციას საქტატი ავრცელებს.

საუბარია 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივ ვიზიტორებზე.

2020 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 480 000-ით განისაზღვრა, რაც 9.5%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში და იმერეთის რეგიონში.

ვიზიტებისას გაწეული 147 მილიონი ლარის საშუალო თვიური ხარჯი 4.2%-ით ნაკლებია გასული წლის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 9.5%-ით და 141 ლარს უტოლდება.

ვიზიტის მიზანი იყო მეგობრების და ნათესავების მონახულება, მეორე სახლის მონახულება (აგარაკი ან სხვა), შოპინგი, მკურნალობა, გაჯანსაღება, დასვენება, გართობა, რეკრეაცია, პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა,მომლოცველობა, განათლების მიღება.

რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯები კატეგორიების მიხედვით ასე გადანაწილდა:

საყიდლები – წლიური ხარჯი 54 მილიონ ლარამდე.

საკვები და სასმელი – წლიური ხარჯი 35 მილიონზე მეტი.

ტრანსპორტი – წლიური ხარჯი 27.5 მილიონი ლარი.

განთავსება – წლიური 7 მილიონი ლარი.

გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – წლიური ხარჯი 1 მილიონ ლარზე მეტი.

სხვა ხარჯებმა შეადგინა 22 მილიონი ლარი.