2021 წლის თებერვალში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 459 ტონა შეადგინა, 2020 წლის თებერვალში კი 1 605 ტონა. შესაბამისად ტვირთბრუნვა 9,06%-ითაა შემცირებული.

აღნიშნულის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ოფიციალური წერილის საფუძველზე მიაწოდეს.

2021 წელის თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გატარებული ტვირთნაკადი 21,18%-ით ნაკლებია 2019 წლის თებერვლის მაჩვენებლებზე. 2019 წლის თებერვალში აეროპორტმა 1 851 ტონა ტვირთი გაატარა.

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.