საავიაციო ინდუსტრია კრიზისამდელ დონეს 2024 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება, – განაცხადა საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) საგარეო ურთიერთობათა უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა სებასტიან მიკოსმა.

“ჩვენი პროგნოზია, რომ ინდუსტრია COVID-მდელ პერიოდს დაახლოებით 2024 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება … ჩვენი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ვაქცინები მიმდინარე წლის ივნისისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ამიტომ ჩვენ მეტ-ნაკლებად ზუსტი ვიყავით დროსთან დაკავშირებით. და, რა თქმა უნდა, ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს აღვადგინოთ საერთაშორისო ტრაფიკი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა”, – განაცხადა მიკოსმა.

მან ასევე განაცხადა, რომ 2021 წლის პერსპექტივა კვლავ გაურკვეველი რჩება, რადგან COVID-19-ის მესამე ტალღამ შესაძლოა ავიაკომპანიებს ამა წლის პირველ კვარტალში უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენოს, ვიდრე 2020 წლის პირველ კვარტალში.

იმავდროულად, IATA-ს სპიკერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საჰაერო სატვირთო გადაზიდვები სამგზავრო გადაზიდვებთან შედარებით “ყვავის”, რადგან ბევრი ავიაკომპანია COVID-19 ვაქცინის მიწოდებით დაკავდა.

მიკოსმა ქვეყნებს მოუწოდა, არ დახურონ საკუთარი ბაზრები ვირუსის ახალი აფეთქების შემთხვევაში, რადგან ინდუსტრია პანდემიას უნდა მოერგოს.