ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში მგზავრთნაკადის ორნიშნა პროცენტიანი ზრდაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ​ მესტიის თამარ მეფის აეროპორტი მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 6 497 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 093 მგზავრით, შესაბამისად 20.23%-ით მეტია ვიდრე გასული ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ ცხრა თვეში 1 519 მგზავრი მიიღო, რაც 193 მგზავრით მეტია (15%) ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.