2019 წლის განვლილი ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 512 რეისით მეტი განხორციელდა ვიდრე გასული წლის სამ კვარტალში. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 19 307, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 901, ხოლო ჩარტერების 2 406. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 2.72%-ს შეადგენს.