2018 წლის ოქტომბრში საქართველოში 719,140 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +9%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 611,152 შეადგინა, ზრდა +8.5%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 407,221 შეადგინა, რაც 53,385-ით მეტია 2017 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +15.1%).
ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
“პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩნენ: რუმინეთი +132%, შვედეთი +92%, ნიდერლანდები +63%, ლატვია +62%, პოლონეთი +51%, გერმანია +41%, იტალია +37% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +77%, ჩინეთი +60%, ა შ შ +50%, ბელარუსი +35%, ყაზახეთი +34%, საუდის არაბეთი +30% და სხვა”, განაცხადა ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
2018 წლის იანვარი-ოქტომბრის თვის მონაცემებით საქართველოში 7,507,517 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 6,258,261 შეადგინა, ზრდა +12.5%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,179,323 შეადგინა, რაც 621,783-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +17.5%).
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები (2018 წლის იანვარი-ოქტომბერი)
ვიზიტის ტიპი | 2017: იანვარი-ოქტომბერი | 2018: იანვარი-ოქტომბერი | ცვლილება | ცვლილ% |
საერათაშორისო მოგზაურების ვიზიტები | 6,764,953 | 7,507,517 | 742,564 | 11.0% |
საერათაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები | 5,565,226 | 6,258,261 | 693,035 | 12.5% |
ტურისტული ვიზიტი | 3,557,540 | 4,179,323 | 621,783 | 17.5% |
ერთდღიანი ვიზიტი | 2,007,686 | 2,078,938 | 71,252 | 3.5% |
სხვა (არატურისტული) | 1,199,727 | 1,249,256 | 49,529 | 4.1% |
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+23.7%), აზერბაიჯანიდან (+10.3%), სომხეთი (+0.2%) და თურქეთიდან (+14.3%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩნენ: ესტონეთი +85%,
რუმინეთი +65%, სლოვაკეთი +62%, ნიდერლანდები +59%, გერმანია +51%, ესპანეთი +47%, ლატვია +44%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +36%, იტალია +32% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +125%, ჩინეთი +84%, ბელარუსი +45%, ქუვეითი 34% და ისრაელი +32%.
2017 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელდა 7,902,509 ვიზიტი. 2011 წელს კი ანალოგიური მაჩვენებელი 3,115,527 ვიზიტს შეადგენდა. 2017 წელს მოგზაურების ვიზიტების წლიური რაოდენობა 2011 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზრდამ +154% შეადგინა.
2012 წლიდან საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები შემდეგნაირად გამოიყურება:
2012 წელი – 4,741,346; 2013 წელი – 5,734,898; 2014 წელი – 5,888,709; 2015 წელი -6,305,635; 2016 წელი – 6,719,975; 2017 წელი – 7,902,509.










