მთავარი 2026 ოქტომბერი 15

ყოველდღიური არქივი: 15/10/2026

„მზისკარი“ ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმისქსელის (ECTN - European Cultural Tourism Network) 2026 წლის საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილიდაიკავა. „მზისკარი“ გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობითშექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“. დაჯილდოების ცერემონია საბერძნეთის რესპუბლიკის კუნძულ სკიათოსზე, ECTN-ის მე-19 საერთაშორისოკონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ECTN Awards 2026-ზე „მზისკარის“ გამარჯვება საქართველოს შემოქმედებითი და გასტრონომიული ტურიზმისსაერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი შედეგია.