საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტმა „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმისქსელის (ECTN – European Cultural Tourism Network) 2026 წლის საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილიდაიკავა.
„მზისკარი“ გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობითშექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“.
დაჯილდოების ცერემონია საბერძნეთის რესპუბლიკის კუნძულ სკიათოსზე, ECTN-ის მე-19 საერთაშორისოკონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
ECTN Awards 2026-ზე „მზისკარის“ გამარჯვება საქართველოს შემოქმედებითი და გასტრონომიული ტურიზმისსაერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვანი შედეგია.
ECTN Awards 2026-ზე წარმოდგენილი 72 განაცხადი შეფასდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ევროპისწამყვანი ორგანიზაციების – Europa Nostra, European Travel Commission (ETC), NECSTouR, Creative Tourism Network, Europeana, ENAT, European Cyclists’ Federation (ECF) და INSPIRES SMP-COSME პროექტისწარმომადგენლები.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ ოჯახური გასტრონომიული მასპინძლობისქსელია, რომლის მიზანია რეგიონული იდენტობის გაძლიერება, მომსახურების ხარისხის ამაღლება დატურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნება. „მზისკარი“ აერთიანებს იმ საოჯახო სამასპინძლოობიექტებს, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ ქვეყნისა და კონკრეტული რეგიონებისთვის დამახასიათებელტრადიციულ კულინარიულ გამოცდილებას და კვების მომსახურებასთან ერთად უზრუნველყოფენაგროაქტივობებსა და გასტრონომიულ მასტერკლასებს.












