2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საჰაერო სივრცის 8,12%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2022 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 69 715-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 45,56%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 55,06%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის 7 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 75 876 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 44 960 გადაფრენა. რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებლებს, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის (ერთეული გადაფრენა) 47 893-ჯერ გამოყენებაა დაფიქსირებული.