7 დეკემბერს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორსა და სტუდენტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლა.
საავიციაო უნივერსიტეტის ოთხ სტუდენტს თეა ზაქარაძემ, TAV-ის სტიპენდიის სახით სწავლის გადასახადი დაუფინანსა. სტუდენტებმა TAV Georgia-ს ხელმძღვანელობას ქართული ავიაციის განვითარების თავიანთი ხედვა გააცნეს და მათთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასაქმების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
TAV Georgia, ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ყოველწლიურად უნივერსიტეტის ათობით სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ასაქმებს.
ავიაციის დღესთან დაკავშირებით გაფრენის ტერმნალში, XX-ე საუკუნის თბილისის აეროპორტის ფოტოისტორიის გამოფენაც მოეწყო.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით 1994 წლიდან აღინიშნება. TAV Georgia ავიაციის საერთაშორისო დღეს დარგის ყველა უწყებასა და მასში დასაქმებულ პერსონალს ულოცავს.