ბელორუსული ავიაკომპანია Belavia-ს საჰაერო ფლოტი, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, 15 თვითმფრინავამდე შემცირდა. 

“შეზღუდვების დაწესებიდან გამომდინარე ავიაკომპანია იძულებული გახდა შეემცირებინა ავიაფლოტი. ამ დროისთვის ავიაკომპანიის ფლოტი 15 თვითმფრინავისგან შედგება, რაც სავსებით საკმარისია ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ყველა დაგეგმილი რეისის განსახორციელებლად, როგორც რეგულარული, ასევე. ჩარტერული“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

სანქციების შემოღებამდე კი Belavia-ს ფლოტი 29 თვითმფრინავისაგან შედგებოდა.

Belavia-ს იმედი აქვს, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის ფლოტს ახალი თვითმფრინავებით შეავსებს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა Belavia-ს თვითმფრინავებს მის საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ აუკრძალა, რაც ბელორუსის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა აიძულა Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკში დაშვებულიყო, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა რომან პროტასევიჩი, ოპოზიციური ტელეგრამ არხის NEXTA-ს დამფუძნებელი.